LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამწარებულ დედას უნდა თქვენი გაცნობა”

445

ლეოგრანდში ხანძრის დროს გარდაცვლილი გიორგი (კუკური) მორთულაძის დედა იმ ადამიანებთან შეხვედრას ითხოვს, რომლებიც მისმა შვილმა გადაარჩინა.

მიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება:

“გთხოვთ, დაგვიკვშირდით ის 5 ადამიანი, რომელიც მისმა შვილმა გიორგიმ, საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ გადაარჩინა, გამწარებულ დედას უნდა თქვენი გაცნობა. თქვენც ხომ უნდა გსურდეთ იმ დედის გაცნობა, რომელმაც ასეთი გმირი და ვაჟკაცი შვილი გაზარდა.

გიორგის დედას თქვენი გაცნობა უნდა რადგან უკანასკნელად თქვენ ნახეთ მისი ერთადერთი ვაჟი და უნდა, რომ გიცნობდეთ.

გთხოვთ, შეგვეხმიანეთ თუ იცით ვინ არიან ის ადამიანები, სტიქაროსანმა გიორგი მორთულაძემ რომ გადაარჩინა.

გიორგი ნამდვილად იმსახურებს თქვენგან მისი გამზრდელი დედა და ოჯახი გაიცნოთ და გიორგის ხუთშაბათს ჩოხატაურის ეკლესიიდნ გამოსვენების დროს პატივი მიაგოთ”, – ნათქვამია წერილში.

მიმართვის ბოლოს ნათქვამია, რომ სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის დროს, გიორგი მორთულაძე ლიფტში დარჩენილების გადასარჩენად შებრუნდა, რა დროსაც ის ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარს 11 ახალგაზრდა ემსხვერპლა.