LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამწვანებული ეზო სახურავზე – თბილისში კორპუსები ახალი კონცეფციით აშენდება

322

#გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას, რომელსაც ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად,  წელს უკვე მეორედ გამართავენ,  დეველოპერული კომპანია ”ტერასა ჯგუფიც” შეუერთდა. კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2017 წლის აპრილიდან გამოჩნდა და კორპუსების აშენებას სრულიად ახლი კონცეფციით გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” ”ტერასა ჯგუფის”კომერციულმა დირექტორმა, თამარ გაფრინდაშვილმა განუცხადა, კომპანია ცდილობს, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას და “მწვანე სახურავის” კონცეფციით, ზედა სართულის სრულ სივრცეს დამატებით გამწვანების ზონას უთმობს.

”ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარეობს, უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამდროისთვის შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს და კორპუსი ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება. კორპუსის სახურავზე, დაახლოებით 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება მწვანე საფარი. აქ მოეწყობა ეზოც, მთელი თავისი გამართული ინფრასტრუქტურით”, – აღნიშნა თამარ გაფრინდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი 9 სართულიანი იქნება. ამას გარდა, კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში კიდევ ერთი კორპუსის გახსნისთვის ემზადება, რომელიც ფონიჭალაში შენდება.

”დამატებით კიდევ 3 პროექტზე გვაქვს მერიაში განაცხადი შეტანილი და ველით ნებართვის გაცემას. მოკლედ, 2017 წელს დიდი სამშენებლო გეგმები გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენს ყველა არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა გამწვანების ზონას”, – აცხადებს  ”ტერასა ჯგუფის”კომერციული დირექტორი.

მისივე განმარტებით, ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები