LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განაჩენის მასალებით არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი – ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე

91

სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე იმ მასალებით, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გამატყუნებელ განაჩენშია მიმოხილული, არ მტკიცდება, რომ რეალურად დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მონიტორინგისას დაფიქსირდა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელმაც განაჩენის გამოტანაზე იმოქმედა. მისივე თქმით, დარღვევები ძირითადად გამოძიების ეტაპზე ფიქსირდებოდა, თუმცა სასამართლო ეტაპზე ამ დარღვევების გამოსწორება არ მომხდარა.

„ყველაზე დიდი დარღვევაა, როდესაც მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა გადატანილი და გიორგი მამალაძის შემთხვევაში ეს ტვირთი მასზე იყო გადასული. სასასმართლოს უნდა მოეხდინა ყველა იმ მტკიცებულების შეჯერება და მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც იქნებოდა მოთხოვნილი ნორმები დაცული. პროცესის დახურვაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის ხარვეზები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, მათ შორის მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო საჯარო. რეალურად არანაირად არ მტკიცდება, იმ მასალების საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენში არის მიმოხილული ის, რომ ნამდვილად ჰქონდა დანაშაულს ადგილი,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლო თუკი ყველა მტკიცებულებას შეაფასებს, შესაძლებელია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები