LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება საქართველოსთვის პრიორიტეტულია

87

განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება ჩვენს პრიორიტეტებში უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი აცხადებს.

,,ახლა, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნადაა შესუსტებული, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნების ნათელი მომავალი და მდგრადი განვითარება. ნავთობის ბირჟებზე  ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და  თანმდევი არასაიმედო პროცესების გათვალისწინებით, ჩვენი ყველა ქმედება მიმართული უნდა იყოს ენერგოეფექტურობისაკენ, რაც გამოიხატება განახლებად ენერგიის წყაროებზე ეტაპობრივი გადასვლით. საქართველო მყარად დგას ამ კურსზე. მეტიც, განახლებადი ენერგიის  წყაროების მაქსიმალური ათვისება ჩვენს პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ხელუხლებელი ჰიდრო რესურსები და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ამგვარად ხელს უწყობს გამონაბოლქვის შემცირებასა და ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.    

მინისტრი ასევე შეეხო საქართველოს როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყანას და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მზადაა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აღნიშნული პოტენციალის სრული გამოყენებისკენ მიმართულ ქმედებებს.

შეგახსენებთ, ილია ელოშვილი „ასტანა ექსპო 2017“-ის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო ფორუმში „ყაზენერჯი-2017, მომავლის ენერგიის შექმნა“ მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები