LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულ აღმაშენებელზე თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ნივთების დემონტაჟი დაიწყება

117

განახლებულ აღმაშენებელზე მაცხოვრებლებს გარე ფასადზე თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ნივთების დემონტაჟი მოუწევთ – ამის შესახებ დავალება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გასცა.

მისივე თქმით, დაზიანებებს მერია კვლავ საკუთარი სახსრებით აღადგენს.

„მინდა დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს რომ დააფიქსიროს და აღრიცხოს ეს ფაქტები. მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ. ეს დაზიანებები რაც არის ფასადებზე, ამას ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ, ხოლო კონდიცირების სისტემისა და გამათბობლების დემონტაჟი აუცილებლად დასაწყებია. 30 მილიონი დაიხარჯა აღმაშენებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. მე მაქვს ფოტოები, რა მდგომარეობაშია ისტორიული ადგილები და გულდასაყვეტია, რომ ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ, იმასაც რასაც ვაკეთებთ. არის ასეთი ფაქტები სკვერებშიც. მესმის რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე,“ –  განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები