LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან – მამუკა ბახტაძე

43

“განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ აღნიშნულ ინფორმაციას.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.

დღესვე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. მამუკა ბახტაძემ უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უპირველესად ეს გულისხმობს ეკონომიკაში ხარჯების წილს.

პოპულალურები