LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული 5-ლარიანი 1 სექტემბრიდან ჩაეშვება (ვიდეო)

2542

ლარის განახლების პროცესი გრძელდება. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატა. განახლებული 5 ლარი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

განახლებულ ბანკნოტზე  წინა მხარეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია გამოსახულია, პორტრეტი გაუმჯობესებულია რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები