LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს

47

განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს. სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალ წევრებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ყოფილ მინისტრებს კი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სტრუქტურულ ცვილებებს, რომელიც, მისი თქმით, თვისობრივად შეცვლის მართვის ხარისხს.

„მინდა, მივულოცო მიხეილსა და, ასევე, მამუკას ჩვენი გუნდის წევრობა. მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცაანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი  მღებრიშვილს და ალექსანდრე ჯეჯელავას და მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე. იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ასევე, ისაუბრა საქართველოში უძველესი ღვინის აღმოჩენაზეც.

„4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ. დარწმუნებული ვარ, ყველას  გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, დაასრულეს მუშაობა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო არის ნაპოვნი საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ყველას ძალიან გვიხარია და ძალიან დიდ სიმაყეს გვანიჭებს.  კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ფაქტს. დარწმუნებული ვარ, ეს სამეცნიერო მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ,“ –  აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები