LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განათლება ხელს შეუწყობს მინიმალური ხელფასის ამაღლებას”

87

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინსი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუაპეჰშო.

საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო პოლიტიკის საკითხები, სავალუტო კრიზისის დაძლევის მიმართულებები, კაპიტალის ბაზრისგანვითარების ახალი სტრატეგია და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და მიწის რეგისტრაციის რეფორმა – ეს არასრულიჩამონათვალია იმ თემებისა, რომელიც მაია მელიქიძემ უცხოელ სტუმრებთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რაც ქმნის ადამიანურ კაპიტალს და ქვეყნის განვითარების წინაპირობას. განათლება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას. ასევე, მინიმალური ხელფასის ამაღლებას, რაც საქართველოში ძალიან დაბალია.

მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს შორის, მაია მელიქიძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისახალი სტრატეგია. იმისთვის, რომ ის ეფექტიანი იყოს და იმუშაოს, საჭიროა გარკვეული წინაპირობების არსებობა. სხვაგვარად არ მოიტანსშედეგს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, მიწის რეგისტრაციის რეფორმა მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს სოფლისმეურნეობის განვითარებისთვის. რაც უფრო მალე დასრულდება რეფორმა და გაიზრდება მიწაზე წვდომა ადგილობრივი და უცხოელიინვესტორებისთვის, უფრო მეტად შეეწყობა ხელი საქართველოს ამ პრიორიტეტული ეკონომიკური დარგის განვითარებას.