LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება: სტრატეგია ყველაფერს მოიცავს

83

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრინციპები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ამ მიმართულებით 2017 წლიდან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება. მინისტრის განცხადებით, განვითარების სტრატეგია განათლების ყველა მიმართულებას შეეხება.

პროგრამა და ფორმატი შეიცვლება

„ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, სკოლებში იქნება ახლი სახელმძღვანელოები, შეიცვლება სასწავლო პროგრამები და გაკვეთილების ფორმატი, უკვე გვაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა და ცვლილებები კიდევ მოსალოდნელია. ასევე უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების შემოყვანაზე გაკეთდება აქცენტი. ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო აკრედიტაციაზე: გვინდა, რომ ქართულმა უნივერსიტეტებმა მიიღონ საერთაშორისო აკრედიტაციები.
ორ თვეში შემოგთავაზებთ დაფინანსების ახალ სქემას, რომელიც გვსურს, მიბმული იყოს ყოველწლიურ აკადემიურ მოსწრებაზე.
ამასთან, უკვე შექმნილია პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტი, ეს არის თვისობრივად ახლებული კანონი. ასევე ვიმუშავებთ პედაგოგების პრესტიჟის გაუმჯობესებაზე. ვაპირებთ, საფუძველი ჩავუყაროთ ელექტრონული სისტემის სწავლებას, ამ პროცესში კი მსხვილი მხარდამჭერია ’’მაიკროსოფტი’’, გვერდში გვიდგას სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, პროფესიულ კოლეჯებში ყველა ასაკის მოქალაქეს სახელმწიფო დაფინანსებით, მრავალფეროვან საწავლო პროგრამას შესათავაზებს, მათ შორის დუალურ პროფესიულ განათლებას. სამუშაოზე დაფუძნებული – დუალური სწავლების დიდი ნაწილი საწარმოში წარიმართება და სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობას შეძლებს.
მეტი თავისუფალი დრო უფროსკლასელებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებითვე, ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ, მაღალ კლასებში კი ბევრად მეტად იყვნენ ორიენტირებულნი აკადემიურ მოსწრებაზე. როგორც მინისტრი მიიჩნევს, ამგვარი მიდგომა გააუმჯობესებს მოსწავლეების შედეგებსაც და უფრო მეტად მოამზადებს მათ ზრდასრული ცხოვრებისთვის.
მასწავლებელი პრესტიჟული უნდა გახდეს

რაც შეეხება პედაგოგებს, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, საქართველოში პედაგოგის პროფესია არ არის სათანადოდ დაფასებული და ის პირადად იქნება გარანტი, რომ მასწავლებლის პროფესია ბევრად პრესტიჟული გახდეს. ჯეჯელავას თქმით, 2017 წლიდან მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ. კერძოდ, მაღალი საფეხურის პედაგოგის ანაზღაურება 1100 ლარით, ხოლო სხვადასხვა საფეხურის პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარით განისაზღვრება.
ახლა კომბლეზე საუბრის დრო არ არის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წარმოდგენილ გეგმებს დადებითად აფასებს განათლების ექსპერტი, თემურ ნანეიშვილი. ექსპერტის განცხადებით, კარგია, რომ განათლების სამინისტრო სისტემის დახვეწას შეუდგა.

’’განათლების სისტემა ქვეყანაში ძალიან მოშლილია და ახლა კომბლეზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის. ალექსანდრე ჯეჯელავა ინიციატივიანი ადამიანია, რაც მინისტრისთვის აუცილებლად საჭირო თვისებაა. დეკლარაციული განცხადებებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს. როგორც ვხედავ პრეზენტაციაც სწორედ ამის დასაწყისია. კარგი პროგრამაა წარმოდგენილი, მის დახვეწაზე კი დიდი დრო არ უნდა დაიკარგოს.
რაც შეეხება მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების მიმართ გაკეთებულ განცხადებას. მიმაჩნია, რომ აქ ფრთხილი მიდგომაა საჭირო, თუ ბავშვი სწავლის პროცესს გადაეჩვია, მერე შესაძლოა, დატვირთვას ვერ გაუძლოს. ასევე, ძალინ მნიშვნელოვანია აქცენტი პედადოგის პრესტიჟის ამაღლებაზე და ზოგადად მისი ანაზღაურების გაზრდაზე. კარგია, რომ ამ მიმართულებითაც გადაიდგა ნაბიჯები“, – განაცხადა ’’ფორტუნასთან’’ საუბრისას ექსპერტ თემურ ნანეიშვილმა.

 

სალომე კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები