LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების ბაზარზე ახალი აკადემია იღებს სტარტს – რას შეისწავლით „ფორტუნა აკადემიაში“

რადიო ჰოლდინგის „ფორტუნა“ ინიციატივით მედია განვითარების ფონდი შეიქმნა. ფონდის მიზანია განათლების ხელშეწყობა როგორც ჟურნალისტიკის, ასევე ბიზნესის მიმართულებით. ფონდის ერთ-ერთი პროექტია „ფორტუნა აკადემია“. აკადემიაში ტრენინგები და მასტერკლასები სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება. პიარი, მარკეტინგი, ბიზნესის ფსიქოლოგია, ღონისძიების ორგანიზება, პიროვნული ზრდა, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტრენინგების, რომლებსაც ცნობილი ტრენერები წარუძღვებიან.
მსმენელებს საშუალება ექნებათ ტრენერებისგან შეიტყონ, როგორ შექმნან წარმატებული კომპანია, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ლიდერს, რა არის გასათვალისწინებელი „ივენთის“ ორგანიზებისთვის და სხვ.

როგორც მედია განვითარების ფონდისა და „ფორტუნა აკადემიის“ დამფუძნებელმა, თამარ ჩიგოგიძემ განაცხადა, აკადემიის მიზანია მისცეს საშუალება ადამიანებს დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და სწორი მიმართულებით წარმართონ საქმიანობა.
„ფორტუნა აკადემიის“ სლოგანია – გზა წარმატებული მომავლისკენ. ჩვენი მიზანია აკადემიაში ჩატარებული ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით ჩვენს კურსდამთავრებულებს დავეხმაროთ დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები, მიიღონ სათანადო ცოდნა და გაიკვალონ გზა წარმატებისკენ. ჩვენ გვეყოლება მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომლებიც სწორი მიმართულების ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან მათ“, – განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.


29 აპრილს „ფორტუნა აკადემიაში“დაიწყება ერთთვიანი ტრენინგი თემაზე: პიარის საფუძვლები, რომელსაც თორნიკე გურული წარუძღვება. თორნიკე გურულს ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში. ტრენინგის ძირითადი ნაწილი კოგნიციურ მეთოდზე იქნება დაყრდნობილი. პირველი ნაწილი თეორიულ სწავლებას დაეთმობა, რომელსაც მასალის განმტკიცების მიზნით მოჰყვება პრაქტიკული სავარჯიშოები და დისკუსიები. ტრენინგი მოიცავს ვორკშოპის ელემენტებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აკადემიის Facebook გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 50 90 55 ანი მაზანაშვილი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: რეგისტრაცია

დეტალურ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: დეტალური ინფორმაცია

https://www.facebook.com/fortunAcademy/videos/634689456714408/

პოპულალურები