LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების და კულტურის სამინისტროების სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მრჩება – მარიამ ჯაში

73

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარს არ უჭერს. როგოც ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ მას ჰქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები როგორც უმრავლესობის ლიდერთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან.

“მე ჩემი პოზიცია გუშინ საჯაროდ დავაფიქსირე. განათლების კომპონენტში აბსოლუტურად ვეთანხმები სახელოვნებო და სპორტული განათლების ინტეგრაციას, თუმცა მრჩება გარკვეული კითხვები სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია კოლეგებისთვის ცნობილია. დაველოდოთ მათ პოზიციას, მაგრამ თუკი თანხმობა იქნება გაერთიანებასთან დაკავშირებით, ჩემი პრინციპული თხოვნა იქნებოდა მთავრობისადმი, რომ კულტურის მიმართულებით მოადგილეს განსაკუთრებული პოზიცია მიენიჭოს, პირველი მოადგილის სტატუსში. ასევე, კულტურის სფეროს დაფინანსება და პრიორიტეტულობა ჩემთვის საპარლამენტო ზედამხედველობის მთავარი აქცენტი გახდება,”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კითხვაზე, კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს თუ არა სტრუქტურულ რეორგანიზაციას, მარიამ ჯაში ამბობს, რომ “თავს შეიკავებს გაერთიანებული უწყების მხარდაჭერისგან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები