LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების ერთ უწყებაში გაერთიანებაზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართება

74

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების ერთ უწყებაში გაერთიანების საკითხზე მმართველ გუნდში დამატებითი კონსულტაციები გაიმართება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერმინისტრთან. კომიტეტის ფარგლებში ცვლილებებზე მსჯელობა ხვალ გაიმართება.

მარიამ ჯაში მომხრეა, რომ სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი განათლების სისტემაში გაერთიანდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ შემოქმედებითი კავშირების საკითხი დამატებით განხილვას საჭიროებს.

“მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ განათლების სტრუქტურაში უნდა გაძლიერდეს სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს ყველა სასწავლო დაწესებულება, მათ შორის თეატრალური, აკადემია, კონსერვატორია და ა.შ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დამატებითი განხილვა გვჭირდება მთლიან შერწყმასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, სპორტული ფედერაციების მართვის თვალსაზრისით რჩება საკითხები, რომლის მართვა პირველივე ეტაპზე სრული შერწყმით იქნება რთული. ეს არის საკითხი, რასაც დამატებით განვიხილავთ. დამატებით კონსულტაცია გვექნება უმრავლესობის ფორმატში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ამ ეტაპზე აბსოლუტურად მისაღებია და მხარს დავუჭერ ხელოვნების და სპორტის განათლების კომპონენტში გაერთიანებას, თუმცა შემოქმედებითი კავშირები, მათ შორის თეატრის, კინოს და სხვა მიმართულებით დამატებით განხილვას მოითხოვს.  დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო ცალკეა, ან ტურიზმთანაა გაერთიანებული. მე მომხრე ვარ თუკი კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩება, თუნდაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით,” – განაცხადა ჯაშმა.

კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს წარადგინა. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ ქვეყანას აღარც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექნება. ეს უწყება განათლების სამინისტროს შემადგენლობაში გადადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები