LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო: მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდების განრიგი შეიცვლება

92

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, განათლების სამინისტრომ გამოცდების განრიგი შეცვალა. განათლების სამინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2 და 3 ივლისს დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება 4 და 5 ივლისს დილით.

გარდა ამისა, მურღულიას ინფორმაციით, ორშაბათიდან საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვა დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი განმარტავს, რომ სწორედ გაუსაძლისი სიცხისა და კონდინცირების სისტემის არ არსებობის გამო, საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ სკოლებში განათავსეს, რადგან გარეუბნები გაცილებით გამწვანებულია.

მიმინოშვილის განცხადებით, კონდიცირება წელს რუსთავის სკოლიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები