LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს ეხმაურება

108

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა.

„როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა ცნობილი, სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია ის პირებიც, ვინც აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვნებთან, ისე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები