განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია იგეგმება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში განაცხადა.
“ეს შეეხება მთლიანად სამინისტროს. ხარისხის ამაღლების კუთხით იქნება ოპტიმიზაცია. არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებშიც ხარისხის ამაღლების კუთხით საჭიროა ოპტიმიზაცია”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, რეორგანიზაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მომავალი თვის ბოლოს დასრულდება.