LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით იზრდება

68

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 62 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის ზოგადი განათლების დაფინანსებაც იზრდება.

ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, განაცხადა.

კომიტეტის სხდომას, ასევე, განათლების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია, ესწრება. მურღულიას თქმით,  ზოგადი განათლების მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა დადებითმა ტენდენციამ განაპირობა, რადგან უფრო და უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები