LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განძის ძიებაში: ტოტენჰემის ფეხბურთელმა მილიონიანი განძი იპოვა

149

სათავგადასავლო რომანები, როგორც ჩანს, მხოლოდ ავტორების ფანტაზია არ არის და სასწაულები სინამდვილეშიც ხდება. “ტოტენჰემის” ფეხბურთელმა მუსა დემბელემ ჩვენს დროში განძი იპოვა.

განძი ერთი მილიონის ღირებულებისაა.

მშენებარე სასტუმროს სარდაფში, რომლის მფლობელი „სწორედ დემბელეა, განძი აღმოაჩინეს, – იტყობინება The Sun.

ფეხბურთელმა მშენებლობის დაწყების წინ, არქეოლოგებს რამდენიმე ასეული წლის წინ აგებული შენობის შესწავლა შესთავაზა. სპეციალისტებმა იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს ფაიფურის, შუშისა და კერამიკის ნაკეთობები, რომლებიც მე-18 საუკუნით თარიღდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპონატების ნაწილს მომავალი სასტუმროს ვესტიბიულში გამოფენენ, დანარჩენს კი, ლონდონის მუზეუმში გაგზავნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები