LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განხეთქილება ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიაში

97

საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. განხეთქილების შესახებ რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

ალფეევი ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან აუდიენციაზე მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევმა განაცხადა, რომ  რუსეთის მხარე მზად არის სამუშაო ჯგუფი აამოქმედოს, რაზეც მისი თქმით ილია მეორე და კირილე წინა შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

“აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს, უნდა ვიფიქროთ როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით, ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს. თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში. ალბათ 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს,”- განაცხადა ილარიონ ალფეევმა.

პატრიარქის განცხადებით, ვითარება უნდა დარეგულირდეს და სამუშაო ჯგუფის შემქნის დეტალებს რუსულ მხარეს შეატყობინებენ.

“ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, ისიც გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასზრს რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში.

მე მიყვებოდნენ რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. როგორ ფიქრობთ რამდენი ადმიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ,“-განაცხადა ილია მეორემ,”-განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ალფეევისგან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე მოსკოვში მიწვევა მიიღო.

პოპულალურები