LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაცდელი ყოველ ადამიანს აქვს და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე – ილია მეორე

88

„საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, დღეს სამებაში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ დღეს ეკლესია აბრაამსა და ლოტის იხსენებს. უწმინდესის თქმით, აბრაამი მაგალითია დიდი რწმენის და ღვთის იმედის.

„თქვენ იცით ბიბლიიდან, რომ აბრაამს შვილი არ ჰყავდა და მას უთხრეს, რომ ეყოლებოდა შვილი. შვილი წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა, ის მსხვერპლად შეეწირა. წაიყვანა შესაწირავად და ღმერთმა გამოაჩინა კრავი, რომელიც იყო შეწირული. ამით გამოსცადა აბრაამი. განსაცდელი ყოველ ადამიანს აქვს და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე. სარწმუნოება ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს გადაარჩენს ადამიანს,“ – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან სარწმუნოებით მუსლიმანი ადამიანი იყო მისული. პატრიარქის თქმით, ამ მუსლიმანმა მას უთხრა, რომ არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მადლმოსილია – მადლია გადმოსული და რომ ეს აღნიშნულია მუსლიმანურ წიგნებში, კერძოდ ეს არის: ქუმი, ერაყი და საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები