LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

70

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოქალაქე ზემო ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები