LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

33

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ.რ.-მ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ნ.ზ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით, დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

“მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა.  გ.რ.-მ გვამი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ.ზ.-ს ბეჭედს და  საბანკო პლასტიკურ ბარათს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.რ. 2017 წლის 20 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.რ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები