LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

323

გარდაბანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო კომპანია “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯიას“ ეკუთვნის და თვეში 60 -დან 100 -მდე ტონა კომბინირებულ საკვებს, პრემიქსსა და კონცენტრატებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 130 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 100 000 აშშ დოლარამდე ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები