LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი

215

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ჰადიდი მაიამის კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ბრონხიტის დიაგნოზით მკურნალობდა.

ზაჰა ჰადიდი ერაყელი წარმოშობის ბრიტანელი არქიტექტორია. მის არქიტექტორულ ნამუშევრებს შორისაა: ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია,  როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო, ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი, ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია, ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანია
ბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია. მასვე ეკუთვნის ლონდონის საცურაო კომპლექსიც, სადაც 2012 წელს ოლიმპიადა ჩატარდა.

2016 წელს ზაჰა ჰადიდი გახდა პირველი ქალბატონი, რომელსაც ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტმა ოქროს მედალი მიანიჭა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები