LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ლიანა ისაკაძის მეუღლე: ფესტივალი მაინც გაგრძელდება

92

გუშინ საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიწყო. სამწუხაროდ, დაიწყო ტრაგედიით.
გარდაიცვალა ლიანა ისაკაძის მეუღლე – თამაზ ჩაჩავა. წინსწარი ინფორმაციით, მას გულმა უმტყუნა.

არადა. წლევანდელი ფესტივალი იმით იყო განსხვავებული, რომ ლიანა ისაკაძე სწორედ მეუღლესთან ერთად გამოდიოდა. ორიოდ დღის წინ გამართულ პრესკონფერენციუზე მან აღნიშნა:
„ეს ჩემთვის მაყურებლისა და მსმენელის წინაშე განსხვავებული ამპლუით წარდგენა იქნება“, – აღნიშნა ლიანა ისაკაძემ და ამაში ბატონ თამაზთან ერთად ჯაზის შესრულება იგულისხმა.

“ფორტუნა” ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და უსამძიმრებს ქალბატონ ლიანას და დაღუპულის ოჯახის წევრებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფესტივალი არ შეწყდება და საერთო გადაწყვეტილებით გაგრძელდება.

გეგმის მიხედვით, 26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტებს ბათუმი, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალა-კონცერტს თბილისი უმასპინძლებს.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა; 2009 წელს ბათუმში მისი აღდგენა კვლავ გახდა შესაძლებელი. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები