LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებაზე გუნდში აზრთა სხვაობა იყო – ირაკლი კობახიძე

43

გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან, გაერთიანებასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

“კანონპროექტი ინიცირებულია, განხილვა დაიწყო და გაგრძელდება. განხილვა პარლამენტისა და მთავრობის კონსულტაციების ფორმატში წარიმართება. კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო მოდელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის რეორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი – ხარჯების ოპტიმიზაცია და მართვის სისტემის რაციონალიზაცია.

“ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებებით ეს მიზანი მიიღწევა, თუმცა იწყება საკომიტეტო განხილვები, დაიწყება პლენარულ სხდომებზე ამ საკითხის განხილვა და იქ ჩამოყალიბდება პარლამენტის საბოლოო პოზიცია, რეორგანიზაციის შინაარსთან დაკავშირებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები