LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი “მიცუბიშის” მარკის პიკაპი ამობრუნდა

92

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი “მიცუბიშის” მარკის პიკაპი ხეებს შორის შევარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ ამის გამო მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

ფოტოს ავტორი – ირაკლი დანელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები