LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობა მკაცრდება

98

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ითვალისწინებს კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, გამკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შემთხვევასა  ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა,  გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე გამოწერონ ოქმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები