LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავბულმა მწვრთნელებმა საპატიმრო დატოვეს

89

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ და საკალათბურთო კლუბ“ სოხუმის“ მწვრთნელებმა ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა საპატიმრო დატოვეს. მათ შეფარდებული 6 თვიანი სასჯელი მოიხადეს. დათიკაშვილმა, კვარაცხელიამ და მაჩალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვეს.

საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და „სოხუმის“ მწვრთვნელები კვლავ მსჯავრდებულები არიან. მათ 6 თვიანი რეალური სასჯელის შემდეგ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი უნდა მოიხადონ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა – ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები