LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაღები მსოფლიოს აეროპორტების დახურულ ლაუნჯში – ბაზისბანკმა Mastercard Platinum წარმოადგინა

89

“ბაზისბანკი” მომხმარებელს ახალ პრემიუმ კლასის  Mastercard Platinum -ს სთავაზობს. ბარათის მფლობელები ისარგებლებენ განსაკუთრებული პრივილეგიებით, სპეციალურად Mastercard Platinum -ის მომხმარებლისთვის შექმნილი პროგრამით – Lounge Key, რომელიც წარმოადგენს გასაღებს მსოფლიოს ასობით აეროპორტის დახურულ ლაუნჯში. აღნიშნულ სივრცეში ყველაფერია იმისათვის, რომ სტუმარმა  თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად და გამორჩეულად.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ბარათის მფლობელები ავტომატურად ისარგებლებენ სამოგზაურო დაზღვევით, სადაზღვევო კომპანია ”უნისონის”  24 საათიანი საერთაშორისო ასისტანტით. ასევე, Mastercard Platinum დაზღვეულია ბარათზე არალეგალური ოპერაციის (ქარდ ფროდი) შემთხვევაში. თუ ბარათიდან განხორციელდა არაავტორიზებული ოპერაცია ზარალს  ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ”უნისონი”.

”გარდა აღნიშნულისა, Mastercard Platinum -ს აქვს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ბარათის მფლობელები ისარგებლებენ უპირატესობებით Mastercard Platinum -ის პარტნიორ მერჩანტებთან მსოფლიოს მასშტაბით და განაღდების მაღალი ლიმიტით როგორც ბანკომატებში, ასევე ბანკის ფილიალებში.  აქვე შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, ”ბაზისბანკის” მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს Mastercard Standard -ის ტიპის უკანტაქტო ბარათებითაც. Mastercard Standard -ის მომხმარებელს გადაეცემა ”ვისოლის” საწვავის ფასდაკლების ბარათიც”, – ნათქვამია ”ბაზისბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები