LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაიდუმლოებული ციხე, სადაც 13 ათასი ადამიანი ჩამოახრჩეს

96

სირიაში მდებარე გასაიდუმლოებულ სამხედრო ციხე „საიდნაიაში“ ოპოზიციის მომხრეებს სასტიკად აწამებენ, ინფორმაციას  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011-დან 2015 წლამდე ციხეში სასამართლოს გარეშე 13 ათასი ადამიანი ჩამოახრჩეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პატიმრებს ჯგუფურად სჯიდნენ, ზოგ შემთხვევაში 50 ადამიანს ერთად. უმეტესად,  სასიკვდილო განაჩენს ღამით ასრულებდნენ, მათ ცხედრებს კი საერთო სასაფლაოებზე კრძალავდნენ.

პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ, მათ ადვოკატის აყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. მსჯავრდებულების ახლობლებს კი არანაირი ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

Amnesty International ციხეში სასტიკ მოპყრობაზე უფრო ადრეც საუბრობდა, თუმცა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ინფორმაცია უარყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები