LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს ბიზნესმა 666 800 ადამიანი დაასაქმა

37

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წელს მისი მოცულობა 34,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 13,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2016 წელს მთლიანი ბრუნვის 44,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,9% – საშუალო, ხოლო 34,0% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე – 25,1%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33,3%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის განმავლობაში 45.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,1%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 28,2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,8 %-ით მეტი).

2016 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 666,8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,4%-ით აღემატება.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,3% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 46,0% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 620,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 6,1%-ით მეტი).  საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 7022,2 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,9 %-ით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები