LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს ქვეყანაში 78 ათასზე მეტი იმიგრანტი იყო

52

2017 წელს ქვეყანაში 78 218 იმიგრანტი იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2.1%-ს შეადგენს.

იმიგრანტთა რაოდენობის დათვლის განსხვავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის მიხედვითაც იმიგრანტთა რაოდენობა „საზღვარგარეთ დაბადებულთა“ ოდენობაზეა დამოკიდებულია. ამ რაოდენობაში შედის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მცხოვრებია, მაგრამ დაბადებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამ გარემოების გამო აღრიცხული იმიგრანტების უდიდეს ნაწილს – 63%-ს რუსეთსა და სომხეთში დაბადებულები შეადგენენ.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასიის“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ასახული.

2016 წელს  ეს მონაცემი 43142 იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1,16%-ს შეადგენდა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ბოლო წლებში იმიგრანტების რაოდენობის მატება ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები