LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს საქართველოს 7 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია – გიორგი ჩოგოვაძე

63

გასულ წელს საქართველოს 7 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, ხოლო ტურიზმით მიღებულ შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

“2017 წელი განსაკუთრებული წელი საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით, მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით. 7 555 000 ადამიანი ეწვია საქართველოს. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია 1 200 000 ადამიანით.

ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში, რომლის საერთო რაოდენობა მიაღწევს 2 700 000 000 მილიონ ამერიკულ დოლარს, ხოლო 2018 წელს ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ორი ახალი ნიშნულის გადალახვის წელი, ეს იქნება 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 3 მილიარდზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები