LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული წლების არჩევნებმა ცხადყო, რომ საარჩევნო სისტემას გარკვეული გაუმჯობესება სჭირდებოდა – იან კელი

45

„გასული წლების არჩევნებმა ცხადყო, რომ საარჩევნო სისტემას გარკვეული გაუმჯობესება სჭირდებოდა,“ – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართელოში, იან კელიმ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

საარჩევნო სისტემაზე საუბრისას იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა ძალამ 48%-იანი მხარდაჭერით პარლამენტში 115 მანდატის მოპოვება შეძლო. მან ასევე ისაუბრა ძალთა შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე.

„სათანადოდ არ არის აღიარებული, რომ უნდა იყოს სამი დამოუკიდებელი შტო. თვითონ მოსამართლეები, ვერ იგრძნობენ თავს უფლებამოსილად, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები,“ – აღნიშნა იან კელიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები