LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატაცებული ახალგაზრდა გათავისუფლდა – დაკავებულია ათკაციანი ჯგუფი

66

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით ათკაციანი ჯგუფი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. უწყებას გატაცებულის მამამ მიმართა და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად კი სამ მილიონ ლარს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მკვლელობით დაემუქრნენ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლადო ბორცვაძის ცნობით, გატაცებული შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული. პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები