LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუბედურებული, ყვითელი ავტობუსები ახლით უნდა ჩავანაცვლოთ (ვიდეო, ფოტო)

105

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არამარტო კომფორტული პოპულარულიც უნდა გახდეს – განცხადება ქალაქის მერმა ავტობაზის დათვალიერებისას გააკეთა.

კახა კალაძემ ავტობუსების ავტოპარკი დაათვალიერა, მძღოლებს გაესაუბრა, პრობლემები მოისმინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

“ავტობაზის განახლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყვითელი ავტობუსები ახლებით უნდა ჩავანაცვლოთ, ეს მოხდება ეტაპობრივად, ჩანაცვლდება ევროპული, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. შემოყვანილია 143 ახალი ავტობუსი, თუმცა ეს არ არის საკმარისი”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ავტობუსების ავტოპარკი ირაკლი ლექვინაძესთან ერთად მოინახულა, რომელიც ყოფილი მერის დავით ნარმანიას მოადგილეა. ახალ გუნდზე და საკადრო ცვლილებებზე კალაძემ დღეს არ ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები