LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუგებარია, რატომ აქტიურდება სააკაშვილის ექსტრადირების თემა წინასაარჩევნოდ – უჩა ნანუაშვილი

48

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. მისთვის გაუგებარია, რატომ დაემთხვა ამ თემის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდს.

 „გაუგებარია, რატომ აქტიურდება ეს თემა არჩევნების წინა პერიოდში, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, მაქვს. რამდენჯერმე იყო ეს მოთხოვნა გაგზავნილი, შესაბამისად, დაველოდოთ შედეგებს, მაგრამ მე კითხვის ნიშანს ვსვამ დროსთან დაკავშირებით,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური დოკუმენტი, უკრაინის პროკურატურამ საქართველოდან დღეს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები