LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაუგონარი ამბავია, თუმცა ასეთი ამბავი დაგვატყდა ვერეს ხეობაში” – მესხიშვილი ხალხს აფრთხილებს

204

“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, ვერეს ხეობაში არსებულ რთულ ვითარებაზე წერს. მისი თქმით, არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ამ ადგილას მშენებლობა არ შეიძლება, თუმცა, ახალი კორპუსები მაინც შენდება და ხალხი ინტენსიურად ყიდულობს ბინებს.

მესხშვილი ამბობს, რომ დიდი რისკია, როგორც მეწყრული პროცესების, ასევე ვარაზისხევის წყალმოვარდნის.

“მოკლედ, გაუგონარი ამბავია, თუმცა ასეთი ამბავი დაგვატყდა ვერეს ხეობაში. ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები ამტკიცებენ, რომ ვარაზის ხეობაში მშენებლობები არის ძალიან საშიში. გარდა კვლევებისა, გამოქვეყნდა გრაფიკული გამოსახულებაც (მათთვის, ვისაც კვლევების არ ესმის). მაღალია რისკი მეწყრული პროცესების, მდინარე ვარაზისხევის წყალმოვარდნის, რაც განადგურებით ემუქრება იქ მაცხოვრებლებს. მშენებლობები ინტენსიურად გრძელდება, დეველოპერებს და მერიას ინტენსიურად კიდია ფეხებზე საფრთხეები, ინტენსიურად ნადგურდება მდინარის კალაპოტი და მთები, ხალხი ინტენსიურად ყიდულობს ბინებს. ცუდად დამთავრდება ეს ამბავი!ძალიან ცუდად!” – წერს დავით მესხიშვილი.