LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუმართავი ავტომანქანით მიღებული არაუზურნველყოფილი სესხები – საგამოძიებო სამსახურმა 2 პირი დააკავა

48

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის პერიოდში, ბრალდებულებმა, სხვისი კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შეიძინეს BMW- ს მარკის X5-ის მოდელის გაუმართავი 5 ავტომანქანა, რამდენიმე შემთხვევაში მათ მხოლოდ ავტომანქანის ძარის შეძენა მოახდინეს. ამის შემდგომ, ერთ – ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფით სესხის აღების მიზნით, ფინანსურ ორგანიზაციას მიმართა.

“დანაშაულებრივ სქემაში ჩართულმა მეორე ბრალდებულმა, ამავე ორგანიზაციის ექსპერტ – შემფასებელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ავტომანქანების მდგომარეობისა და ღირებულების შესახებ ორგანიზაციის შესაბამის სამსახურს განზრახ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცა. შესაბამისად, ორგანიზაციამ სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ორგანიზაციას ჯამში 61 157 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა”,-აღნიშნული უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები