LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს ბრალი წარედგინა

120

გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ტაქსის მძღოლს, ადვოკატის ინფორმაციით,  ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შემთხვევა 30 ივლისს, ღამით გლდანში მოხდა. ტაქსის მძღოლმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი მას პირადი ნივთები წაართვა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულება “ვივა მედიდან” დაახლოებით ორი საათის წინ გაეწერა. ის გამომძიებლებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს. რაც შეეხება დაზიანებას, მას თავის ქალის ღია ჭრილობა ჰქონდა. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ნინო კუზანოვა ადასტურებს.

დაკავებული მძღოლი 37 წლისაა. ის წარსულში ნასამართლევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები