LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურების მუქარა და არაადამიანური წამება გლდანის ციხეში

247

მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას ოთხსაათიანი დაკითხვა დასრულდა. მან წამების საშინელ მეთოდებზე ისაუბრა. ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომელიც 2010-2011 წლების ტერაქტების სერიის საქმეზე, ხელახალი გამოძიების ფარგლებში გლდანის ციხეში მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას დაკითხვას პროკურორთან ერთად ესწრებოდა.

„მერაბ ყოლბაიამ ისაუბრა იმ წამებაზე, რაც გადაიტანა. ეს იყო ძალიან მძიმე მოსასმენი. ის ასახელებს კონკრეტულ პირებსაც. მისი წამება არ ყოფილა არც ერთჯერადი და არც ორჯერადი. ესროლეს ტყვიები, ექსპერტიზაც ჩატარებულია, ამ ჭრილობებზე კალმებითა და წვეტიანი ნივთებით ეხებოდნენ, რომ ეღიარებინა, რაც არ ჩაუდენია. ბოლოს, გაუპატიურებით დაემუქრნენ და ამის შემდეგ გადაწყვიტა, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ადვოკატის თქმით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მას იმედი აქვს, რომ ინსცენირებული ტერაქტების ავტორები გამოვლინდებიან.  ნიკოლაიშვილის განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს იყო ინსცენირებული ე.წ. ტერაქტები.

2010-2011 წლების ტერაქტების სერიის საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება მერაბ ყოლბაიასა („კოჭოია” ) და ყოფილ სპეცრაზმელ გოგიტა არქანიას ბრალდების საქმეს, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების დროს  გამოძიებამ პასუხისგებაში 15 პირი მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები