LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაუქმდეს ონლაინ სესხები!” – პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება

76

საქართველოში ონლაინ სესხების გაუქმების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება. პეტიციის ავტორების თქმით, საქართველოში ონლაინ სესხების აღება უმარტივესია. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და აქტიური საბანკო ანგარიშია საჭირო.

„ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი არ არსებობს. თუმცა რეალობა იმდენად მწარეა, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ე.წ. ამომღები კომპანიების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სესხის აღებისას მომხმარებელმა იცის, რომ 200 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაახლოებით 240 ლარის გადახდა მოუწევს, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა, „გადავადების სერვისს“ სთავაზობს კომპანია. ერთი თვით სესხის გადავადება საშუალოდ 60 ლარი ღირს. 4 თვით სესხის გადავადებისას, ძირი წესით დაფარული უნდა იყოს, მაგრამ დავალიანება მაინც 240 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო და ყოველდღიური ჯარიმები, საშუალოდ თანხის 1,5%. სწორედ ასეთი სისტემის გამო, მსესხებელს 200 ლარის აღების შემთხვევაში თუ დროულად თანხა ვერ დაფარა, 600-800 ლარის უკან დაბრუნება უწევს.

სესხები გაიცემა ყოველგვარი ცნობის ან პერსონის გადამოწმების გარეშე. რის გამოც, ხშირად ხდებიან ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნიც. არასრულწლოვანი შვილები, მშობლების მონაცემებს იყენებენ, რათა ისარგებლონ სესხებით.

საგულისხმოა, რომ ონლაინ სესხების კომპანიის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი კონტროლისა და ლიცენზიის გარეშე. მთავარია გქონდეს თანხა.

და რა ხდება მაშინ თუ თანხა ვერ გადავიხადეთ? ერთი თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენელი გირეკავს და გახსენებს რომ თანხა გაქვს გადასახდელი. მეორე-მესამე თვიდან კი სესხი ამომღებ კომპანიას გადაეცემა, შპს-ს რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და საქართველოს კონსტიტუციას აქტიურად არღვევენ. იწყება მსესხებელზე ზეწოლა, ყოველდღიური რეკვები (განსაკუთრებით ხელფასის აღების პერიოდში), მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მიდიან სამსახურში, ურეკავენ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, სამსახურის უფროსსაც კი.. ასმენინებენ პატრულის სიგნალიზაციას, ემუქრებიან რომ დაუყადაღებენ (თავად!) უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭერენ, ერთ-ერთი თანამშრომელი მოკვლითაც კი დაემუქრა მომხმარებელს.

ამ ზემოთაღნიშნულმა ფაქტებმა, ბევრი ახალგაზრდა დაუფიქრებლად მიიყვანა თვითმკვლელობის ზღვარზე. ბევრ ადამიანს არც ინფორმაცია აქვს და არც საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული კანონდარღვევების აღსაკვეთად.

უამრავ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც აიკრძალა ონლაინ სესხები, ასეთი კაბალური საპროცენტო განაკვეთები იქაც კი არ არსებობდა!

სწორედ ზემოხსენებული, დაზარალებული მოსახლეობა ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც შექმნილია ხალხის კეთილი ნებით მოგვექცეს ყურადღება და გაგვეწიოს თანადგომა . დაწესდეს რეგულაციები ონლაინ სესხებისათვის და ამომღები კომპანიებისათვის! დაწესდეს მაქსიმალური წლიური 36% – 360%-ის ნაცვლად. გაკონტროლდეს ამომღები კომპანიის ქმედებები! იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა, ვერ განახორციელებს აღნიშნულ რეგულაციებს, აიკრძალოს და გაუქმდეს “თანამედროვე მევახშეების” არსებობა! წერილი იქნას განხილული და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნა, რაც მხოლოდ ერთი სიტყვით მაგრამ გასაგებადაა ნათქვამი. წერილის გამოგზავნაში მონაწილეობას იღებს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონში მცხოვრები დაზარალებულები.

ვაცხადებთ ღიად და თამამად რომ თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქტიურად დაიწყვება ხმაურიანი აქციები ჩვენი ქვეყნის  ყველა ქალაქსა და რეგიონში,“-  ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები