გაუუქმდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს ვიზა

87

ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, გაჩნდა საშიშროება, რომ აშშ-ში გამგზავრება სულ უფრო რთული იქნება.

ქვეყანაში შესვლა უკვე აეკრძალათ ახლო აღმოსავლეთის 7 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ადამიანებს, ვისაც უკვე აქვთ აშშ-შ მოქმედი ვიზა.

რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს, არის თუ არა საშიშროება, რომ უკვე აღებული 10 წლიანი ვიზები გაუქმდეს – რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ირაკლი სირბილაძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საფრთხე, ჯერ-ჯერობით,  მოსალოდნელი არ არის.

„ჯერ არ დაუყენებია ტრამპს საყოველთაო სავიზო პოლიტიკის გადახედვის საკითხი. „საყოველთაოში“ იგულისხმება ის, რომ ყველა სახელმწიფოს შეეხება შეცვლილი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა. მისი მიზანია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის შეზღუდვა, რომლებიც კონფლიქტის წყაროები არიან და რომლებიც, სავარაუდოდ, საფრთხეს წარმოადგენენ აშშ-სთვის,“ – ამბობს სირბილაძე.

მისივე თქმით, საქართველო არ წარმოადგენს ამერიკისთვის საფრთხეს. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს მხედველობაში ორი ქვეყნის ურთიერთობას და პარტნიორობას მრავალ საკითხში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები