LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავარდნილებო, ჩვენ ცალკე ვითამაშოთ: ამერიკაში ალტერნატიული მუნდიალი იგეგმება

92

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია (USSF) 2018 წლის ზაფხულში, ტურნირის გამართვას გეგმავს, რომელშიც ის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია MLS-ის მარკეტინგული განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად ტურნირის გამართვის იდეაზე მუშაობს. ამ წუთისათვის ოფიციალურად დადასტურებული არაა, რომელი ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ მასში მონაწილეობას და ვიხილავთ თუ არა იტალიას, ჰოლანდიას და ჩილეს ტურნირზე.

ჯერჯერობით ოფიციალური შეთანხმება არც საორგანიზაციო საკითხზე მიღწეულა. დასაზუსტებელია ფორმატი – ჩატარდება ოფიციალური ტურნირი, თუ მხოლოდ საკონტროლო მატჩები.

მოგეხსენებათ, აშშ-ს ნაკრები რუსეთის მუნდიალზე მოულოდნელად ვერ მოხვდა. არადა, 1990 წლიდან მოყოლებული ამერიკელები მუდმივად გამოდიან მთავარ საფეხბურთო ფორუმზე.

იტალიამ ბოლოს მსოფლიო პირველობა შორეულ 1958 წელს გამოტოვა. განა და ჰოლანდია 2002 წელს არ იყვნენ კორეა-იაპონიაში, ხოლო ჩილელები 2006 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებენ მუნდიალს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები