LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავიმარჯვებთ, ამათ ეს არ შერჩებათ – პოლიციამ სასამართლოსთან დაკავებული პირები გაათავისუფლა

28

“გავიმარჯვებთ, ამათ ეს არ შერჩებათ!” – ამის შესახებ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს და მთავარ პროკურატურასთან მივიდა. როგორც ცნობილია, ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

“ზაზას მეგობრები, რომლებიც იყვნენ დატყვევებული და გატაცებული,  ჩვენთან ერთად არიან!” – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა.

 

კიდევ ერთი დაკავებულის თქმით, ისინი საკუთარი ავტომობილიდან შსს-ში გადაიყვანეს, მისივე თქმით, სრულიად უმიზეზოდ დაკავების ოქმი გამოუწერეს და შემდეგ გამოუშვეს.