LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

56

რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთინაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყება “მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.”

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად,” – განუცხადეს “ფორტუნას” სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ მაია ოთინაშვილი რუსეთი საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები