LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში დაჭრილი ერთ-ერთი პირი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია

345

გუშინ ღამით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი, პატრიარქის პირად ექიმის შალვა პეტრიაშვილის შვილი გივი პეტრიაშვილია. პატრიარქის პირადი ექიმი ალადაშვილის კლინიკაში მუშაობს და სწორედ ამ კლინიკაში არინ გადაყვანილი დაშავებულებიც.

თავად შალვა პეტრიაშვილი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სამართლადამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ამ დრომდე უცნობია, არიან თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელები.

საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის ორი მუხლით,  117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები