LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყვითლებული MSN: ბარსელონას ჯადოსნური ტრიო ყველაზე უხეშია

100

ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი – პრიმერას ყველაზე უხეში ფორვარდები არიან.
სხვა თავდამსხმელები ასე ხისტად არ იქცევიან.
ნეიმარზე ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტს უხეშობენ. ბრაზილიელის წინააღმდეგ 69-ჯერ დაჯარიმდნენ. ნეიმარის სიახლოვესაა „ვილიარეალის“ მოთამაშე სამი კასტილიეხო (52 დაჯარიმება).
თუმცა, მეორეს მხრივ ნეიმარი თანაგუნდელ მესისთან და სუარესთან ერთად ლიგის ყველაზე უხეში თავდამსხმელები არიან. ტურნირის დასაწყისიდან მათ 14 ყვითელი ბარათი მიიღეს (უფრო მეტი, ვიდრე პრიმერას სხვა შემტევმა ტრიომ).
საშუალოდ სუარესი ყვითელ ბარათს ყოველ 2.8 ჯარიმაზე იღებს, ნეიმარი – 3,2 დარღვევაზე. მესის კიდევ უარესი შედეგი აქვს. ყოველი 2,3-ე ჯარიმა არგენტინელისთვის გაფრთხილებად იქცევა.
მონაცემები „მარკამ“ დაითვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები