LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულიდან ქართულ ეთერში რუსულენოვანი გადაცემები დაიწყება

59

მედიაჯგუფი სტარვიზია/ Starvision/ არხზე რუსულენოვანი საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების მაუწყებლობის გაფართოებას გეგმავს.

რუსულენოვანი გადაცემები მათ ეთერში გაზაფხულზე გამოჩნდება. როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, გადაცემებში ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იქნება საუბარი. ასევე, ერთ-ერთ უმსხვილეს გერმანულ მედიაკომპანია Deutsche Welle -თან  თანამშრომლობის ფარგლებში, სტარვიზიის ეთერში გავა რამდენიმე რუსულენოვანი პროექტი. გადაცემებში საუბარი იქნება პოლიტიკურ, ეკონომიკურ ვითარებაზე ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნების კულტურასა და ხალხის ყოფის შესახებ.

გარდა ამისა, არხი რუსულენოვან საინფორმაციო გადაცემის დაწყებასაც გეგმავს – ყოველდღიურ რეჟიმში.

„ახალ გადაცემებში საუბარი იქნება,  ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ვითარებაზე ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ევროკავშირის ქვეყნების კულტურასა და ხალხის ყოფის შესახებ.  სტარვიზიის რუსულენოვანი პროექტები, ასევე, კვლავაც გააშუქებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპაციის პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს“, – აცხადებენ არხის წარმომადგენლები.

2016 წლის ნოემბრიდან, ყოველ ორშაბათს ეთერში გადის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა სასაზღვრო ზონა / «Пограничная ZONA»/, რომელშიც უკვე მონაწილეობდნენ ექსპერტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები. გადაცემის მთავარი თემაა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი.

სტარვიზიის გენერალური პრიდიუსერის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, მაუწყებლობის გაფართოების მიზეზი საქართველოში გაძლიერებული რუსული პროპაგანდა გახდა.

„სტარვიზიის რუსულენოვანი  სპეცპროექტი, „სასაზღვრო ზონა“/ «Пограничная ZONA/ დაიწყო რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნის გათვალისწინებით, მათ შორის ოკუპრებულ ტეროტიროებზე. ამ დრომდე, საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობას, რუსულად ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა მხოლოდ რუსეთის სახლემწიფო არხებიდან. ჩვენი პროექტი მათთვის ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა, რომელიც აუდოტორიას ყველა მხარის პოზიციას და დასკვნის თავად  გაკეთების საშუალებას აძლევს. ამ 4 თვის განმავლობაში პროექტი ნახა საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამ, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა. რუსულენოვან გადაცემებში, პირველად ჩვენს პროექტში გაჟღერდა ინფორმაცია აფხაზეთში, ეგრეთ-წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ, ასევე ფართოდ გავაშუქეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე“ –  განაცხადა ეგორ კუროპტევმა.

მედიაჯგუფი „სტარვიზია“ 2015 წელს გასართობი რადიოსადგურ „სტარეფემის„ ბაზაზე დაფუძნდა. ჯგუფში შედის ეროვნული მაუწყებელი „სტარვიზია“/Starvision/,  რადიო  სტარეფემი /StarFM/ და საინფრომაციო პორტალი „ნიუსდეი“ /NewsDay.ge/. ტელეარხსაც და რადიოსადგურსაც აქვთ ქართულენოვანი და რუსულენოვანი მაუწყებლობის ლიცენზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები